დავით მათიკაშვილი - თუ ეკა ბესელია „ქართულ ოცნებას" დატოვებს, ეს გუნდის სიმყარეს პრობლემას არ შეუქმნის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ეკა ბესელია „ქართულ ოცნებას" დატოვებს, ეს გუნდის სიმყარეს პრობლემას არ შეუქმნის.

როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი დეპუტატის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, მისი გადაწყვეტილებაა.

„ხაზს ვუსვამ, გუნდის მთლიანობას და სიმყარეს ეს საფრთხეს ვერ შეუქმნის. „ქართული ოცნება" ერთიანი გუნდით წარსდგება ამომრჩევლის წინაშე 2020 წელს, ხოლო ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მათი გადაწყვეტილებებია, ვინც მას იღებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება ეკა ბესელიას და რვა დეპუტატის კანონპროექტს, რომელიც საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს და რომელსაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, დავით მათიკაშვილის თქმით, კანონპროექტი ვერ პასუხობდა კონსტიტუციურობის ელემენტარულ ტესტს, რის გამოც ის ჩავარდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია დღეს საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. როგორც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, საგანგებო ბრიფინგს 12:00 საათზე გამართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო