ეკა ბესელია - რთულია ვთქვა, რომ „მივდივარ“ პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მაგრამ მივდივარ იქ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობაა

მივდივარ იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

ეკა ბესელიას თქმით, მისთვის რთული და ემოციურია ამ ნაბიჯის გადადგმა.

„ძალიან რთული, ემოციური და საპასუხისმგებლოა ჩემთვის, რაც უნდა განვაცხადო. ცხადია რთულია ვთქვა, რომ „მივდივარ“ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია თქვა, „მივდივარ“ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ - მივდივარ იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის ყველაზე ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს