ეკა ბესელია - ვაპირებ ბრძოლა გავაგრძელო იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არასდროს დაღლილა ბრძოლაში

მე ვაპირებ ბრძოლა გავაგრძელო ზუსტად და სწორედ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არასდროს დაღლილა ამ ბრძოლაში, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მისთვის რთულია, თუმცა, თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია.

„ჩემი ეს გადაწყვეტილება შეიძლება არის რთული ჩემთვის, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არის სამართლიანიც, მართებულიც და სწორიც. მე ვაპირებ ბრძოლა გავაგრძელო ზუსტად და სწორედ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არასდროს დაღლილა ამ ბრძოლაში, ვისაც არასდროს უღალატია ამ იდეალებისთვის, ვისაც არასდროს არ აურჩევია კომფორტი, თანამდებობა და არასდროს უთქვამს უარი საკუთარ პრინციპებზე. მე მათთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე იმ იდეალებს, რისთვისაც პირველი ოქტომბერი ამ ქვეყანაში მოვიდა“, - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა