ეკა ბესელია - „ქართული ოცნება“ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს აცდა

„ქართული ოცნება“ 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა. ჩვენ დღეს ღირებულებათა სხვაობა გვაქვს, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული ოცნება“ 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა. ჩვენ დღეს ღირებულებათა სხვაობა გვაქვს. ჩვენი ყველა მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც კი მქონდა შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან, რომელმაც შემოაღწია შიგნით, თან საკმაოდ დიდი დოზით, ვერ გამოიღო შედეგი. თავის დროზე, როცა პოლიტიკაში წავედი, ამის მთავარი მიზეზი იყო სამართლიანობა და სასამართლო სისტემის გამოსწორება. როგორც ჩანს, ეს ბრძოლა არ დასრულებულა და დღესაც გრძელდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, პირველ რიგში ხელისუფლებამ ხალხს უნდა ჰკითხოს, უჭერენ თუ არა მხარს იმ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას, რომლებიც იყვნენ სისასტიკის და არაადამიანური მოპყრობის მთავარი შემოქმედები.

„უნდა დავიწყოთ კონსტიტუციური ცვლილება და ეს უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, ვინც უკვე დანიშნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირად გვექნება პასუხი იმათ მიმართ, ვინც უკვე გაამწესა ნდობადაკარგულმა იუსტიციის საბჭომ და იმათ მიმართაც, ვინც უნდა გაამწესოს. იუსტიციის უმაღლესო საბჭო უნდა შეიცვალოს და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული უსწრაფესად. იუსტიციის სკოლის რეფორმით უნდა მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლო ხელისუფლების შიგნით და ის ადამიანები, ვინც ემსახურებოდა ამ ძალადობრივ რეჟიმს და სისასტიკეს, მათ უნდა დატოვონ სასამართლო ხელისუფლება. უნდა გამკაცრდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები. მათი გადაწყვეტა, ანუ დისციპლინური პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს ამ საბჭოს ხელში. საბჭო უნდა დაკომპლექტდეს ახალი წესით. ხოლო უზენაეს სასამართლოში უნდა გავამწესოთ ის მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ რეჟიმთან. დღეს ისევ ხდება ამ ინტერესების ლობირება და ეს ხდება პარლამენტში ღიად, პარლამენტის თავმჯდომარის და იმ დეპუტატების სახით, ვინც მე არასდროს მინახავს იმ ბრძოლაში, როდესაც ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები წლების განმავლობაში ველოდებოდით ძალადობრივი რეჟიმის შეცვლას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს