გია ჟორჟოლიანი - მივმართავ იუსტიციის საბჭოს, შეაჩეროს მოსამართლეთა უვადო დანიშვნა და დროებით შეაჩეროს იმ მოსამართლეთა გათავისუფლება, რომელთაც ამოეწურათ სამწლიანი ვადა

„მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ შეაჩეროს მოსამართლეთა უვადო დანიშვნა და იმავდროულად რათა არ შეიქმნას მოსამართლეების დეფიციტი, დროებით შეაჩეროს იმ მოსამართლეთა გათავისუფლებაც, რომელთაც ამოეწურათ პირობითი სამწლიანი ვადა", - ამის შესახებ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

დეპუტატი მოუწოდებს კოლეგებს, მაქსიმალურად სწრაფად, 1 მაისამდე მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც დაეფუძნება ფართო კონსენსუსს და კომპრომისს, საზოგადოებაში არსებული განწყობების გათვალისწინებით.

„კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ვითარება ამ საკითხის გარშემო დაძაბულია და შესაძლოა, კიდევ უფრო დაიძაბოს, რაც უარყოფითად იმოქმედებს როგორც ზოგადად პოლიტიკურ ვითარებაზე, ისე სასამართლოების ეფექტიან ფუნქციონირებაზე. მიზანშეწონილად მიგვაჩნია პარლამენტმა გააგრძელოს ამ საკითხზე მუშაობა", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა