უმრავლესობიდან კიდევ ერთი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, "ქართული ოცნება" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს

115-კაციანი უმრავლესობიდან კიდევ ერთი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, "ქართული ოცნება" პარლამენტში 3/4-იან საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს.

დეპუტატების - ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ, უმრავლესობიდან გასვლაზე განცხადების გაკეთებისთვის გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი ემზადებიან. მათი გასვლის შედეგად, "ქართულ ოცნებაში" 111 დეპუტატი დარჩება, რაც კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ამასთან, ახალი კონსტიტუციით, მოქმედებს საკონსტიტუციო ცვილებების მიღების მეორე წესი, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება ხმათა 2/3-ის უმრავლესობით განხორციელდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ის მას შემდეგ ამოქმედდება, თუ მომდევნო მოწვევის პარლმენტი მხარს დაუჭერს.

იხილეთ ვიდეო: დაკარგავს თუ არა "ქართული ოცნება" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა