ყულევში PHASIS OIL-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტით ბაჰრეინის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდა

ყულევში, მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტს კომპანია PHASIS OIL-ი ახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, ქარხნის ტექნოლოგიურ აღჭურვას ამერიკული ქიმიური კონცერნი DuPont-ი უზრუნველყოფს. ეს ტექნოლოგია რამდენიმე წლის წინ, სპეციალურად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის შეიმუშავეს და პირველად აშშ-ში დანერგეს. საწარმოო პროცესში ნედლი ნავთობი სრულად, 100%-ით გადამუშავდება და საბოლოოდ, ეკოლოგიურად სუფთა, “ევრო 5”-ის სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავს გამოიმუშავებს.

კომპანია PHASIS OIL-ის დირექტორი გია შავდია აცხადებს: “პროექტი თავისი შინაარსით საქართველოსთვის უნიკალურია, რადგან ამ წარმოებას მყარი ნარჩენები არ ექნება და საბოლოოდ, ეკოლოგიურად სუფთა, “ევრო 5”-ის სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავს გამოიმუშავებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ეკოლოგიურ მდგომარეობას, რადგან, როგორც მოგეხსენებათ გარემოს მთავარი დაბინძურების წყარო უხარისხო ნავთობპროდუქტებია, რასაც ავტოტრანსპორტი მოიხმარს. პროექტის EPC კონტრაქტის განახორციელებაზე მოლაპარაკებები ცნობილ ესპანურ საინჟინრო კომპანიასთან Technicas Reunidas მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 1000-ზე მეტი რთული საინჟინრო პროექტი აქვს განხორციელებული. ქარხნის ოპერირებასა და მენეჯმენტზე კი მოლაპარაკებებს სამ მსოფლიო ნავთობ გიგანტთან (Shell, Eni, CEPSA) ვაწარმოებთ. უკვე დასრულებულია პროექტის შემდეგი ეტაპები: სრული ტექნოლოგიური აუდიტი (Technicas Reunidas), წინასწარი ტექნიკური და ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევა (Deloitte and Touche), სრული გარემოზე ზემოქმედების შეფასება (Eco Spectrum), ნედლი ნავთობის მოწოდების და პროდუქციის გასაღების შეთანხმებები (Litasco Geneva, Cepsa Oil, Vilma Oil). ამ ეტაპზე აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროექტით ბაჰრეინის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის RPM W.L.L-ი დაინტერესდა. მხარეთა შორის მოლაპარაკებების მიზნით, მათი დელეგაცია საქართველოში გასული წლის 28 დეკემბერს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლებმა პროექტში მონაწილეობაზე სრული მზადყოფნა დააფიქსირეს. ამ ეტაპზე მხარეთა შორის მემორანდუმის მომზადების და გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.”

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 3 წელი გაგრძელდება და მის ფარგლებში 400-მდე ადამიანი დასაქმდება და მათი 70% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. დასაქმებულთა დიდი ნაწილი გადამზადებას ევროპის წამყვან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გაივლის. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ქარხნის ბაზაზე დარგის სპეციალისტების მოსამზადებლად პროფესიული სასწავლებლის დაფუძნებასაც გეგმავენ, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ქარხნის სრული სიმძლავრით ამოქმედების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად 40-50 მლნ ლარს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია PHASIS OIL-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით, საქართველო, ნავთობპროდუქტების იმპორტიორებიდან, ექსპორტიორი ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა