თამარ ჩუგოშვილი - ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემი რეკომენდაციით არის მოხვედრილი და ყველაზე კარგად მესმის მისი იქ ყოფნის მნიშვნელობა

მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს იმედი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეყოფა გონიერება და გააკეთებს განცხადებას, რომ ისინი აჩერებენ უვადოდ დანიშვნას, ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს იმ კანონებს, რომელიც საჭიროა მოსამართლეების სამართლიანად დასანიშნად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩუგოშვილმა გუშინ მის მიერ გაჟღებეული მოწოდების განმარტებაც გააკეთა.

„ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის პირადად ჩემი რეკომენდაციით მოხვედრილი, ამიტომ, მე ახსნა და დასაბუთება არ მჭირდება ნაზი ჯანეზაშვილის როლთან დაკავშირებით. ყველაზე კარგად მესმის მისი იქ ყოფნის მნიშვნელობა. ისიც მესმის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე. რეალურად მოსამართლეების დანიშვნა, უვადოდ გამწესება, უზენაესის სიის შედგენა, ეს ყველაფერი ხდება არა მხოლოდ მოსამართლეების მიერ, არამედ პარლამენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრების მხარდაჭერით. მე საუბარი მექნება ნაზისთანაც, არასამთავრობოებთანაც, ჩემს კოლეგებთანაც, რადგან გუშინ ჩემი ინიციატივა რაც გავაჟღერე, შეთანხმებული არ მქონია არავისთან. ეს იყო ჩემი იდეა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

ამ კონტექსტში ჩუგოშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ პარლამენტის მიერ შეყვანილი წევრების მხარდაჭერითა და ხმებით ხორციელდება.

აღნიშნულ ინიციატივას დღეს გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

„საბჭოდან პარლამენტის მიერ წარდგენილი ხუთი კაცის გამოწვევა ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, ეს გამოიწვევს ჩემს გათავისუფლებას“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო