ნუკრი ქანთარია ბექა ნაცვლიშვილს - საპენსიო რეფორმაზე ფსონი გაქვთ დადებული, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არ არის მთავარი ამბავი და შეიძლება საბაბი იყოს

ძალიან სამწუხაროა, რომ საპენსიო რეფორმის საკითხზე ფსონი გაქვთ დადებული, თუმცა ვხვდები, რომ ეს არ არის მთავარი ამბავი და შეიძლება საბაბი იყოს, - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრს ბექა ნაცვლიშვილს, რომელსაც დაანონსებული აქვს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მის მიერ წარდგენილ პროექტს მხარს არ დაუჭერენ, უმრავლესობას დატოვებს.

„ძალიან სიღრმისეული და რევოლუციური შრომა გაქვთ გაწეული, რომელსაც სჭირდება დამოუკიდებელი პარტია, მთავრობაში მოსვლა და მერე განხორციელება ამ ფუნდამენტური პოზიციების და წინადადებების. ჩემთვის სამწუხაროა, მაგრამ ფსონი გაქვთ ამ საკითხზე დადებული, თქვენი არჩევანია, მაგრამ მართლა სამწუხაროა. მე ვხვდები, რომ ეს არ არის მთავარი ამბავი, შეიძლება საბაბი იყოს და ბევრი რამის გამო შეიქნა ეს თქვენი პრინციპული დამოკიდებულება“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ და ბექა ნაცვლიშვილს ინიციატივით მიმართა, საკითხის განხილვა საქმიან ფორმატში გაგრძელდეს.

ცნობისთვის, პარლამენტში ახალი საპენსიო სისტემის თაობაზე ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ. ცვლილებების პროექტს დეპუტატებს ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრი, ბექა ნაცვლიშვილმა წარუდგენს.

ინიციატივა სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ, თაობათა შორის სოლიდარობის სქემის ამოქმედებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა