სოფო კილაძე - ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა მრავალშვილიანობა წავახალისოთ -  აბორტების რაოდენობა რომ უნდა შემცირდეს, ამას ვეთანხმებით

აბორტების რაოდენობა რომ უნდა შემცირდეს, ჩვენ ამას ცალსახად ვეთანხმებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა, სადაც აბორტის თემაზე საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა.

კილაძის თქმით, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება ამ კუთხით ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის, თუმცა დემოგრაფიის გაუმჯობესების საკითხზე ჯგუფი მუშაობს.

„დემოგრაფია არის სერიოზული გამოწვევა ჩვენთვის. ამ კუთხით ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა გამოვძებნოთ გზები და წავახალისოთ მრავალშვილიანობა, წავახალისოთ ის, რომ ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მრავალი შვილი არჩინონ. ის, რომ აბორტების რაოდენობა უნდა შემცირდეს. ჩვენ ამას ცალსახად ვეთანხმებით. ჩვენი მიზანია, წავახალისოთ შობადობა ქვეყანაში და დემოგრაფიული მაჩვენებლები გაიზარდოს, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კილაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა