ნუკრი ქანთარია - გუნდში “შენჯღრეული" მდგომარეობაა, ირაკლი კობახიძეს  არ აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის   არის აუცილებელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, ახლა გუნდში “შენჯღრეული" მდგომარეობაა, ხოლო ირაკლი კობახიძეს არ აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის არის აუცილებელი.

როგორც ქანთარიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აუცილებელია საკადრო ცვლილებები.

„შენჯღრეული მდგომარეობაა გუნდში, ამიტომ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საკადრო ცვლილების აუცილებლობა, გადანაცვლების დროა, ახალი ენერგიაა საჭირო. ფეხბურთშიც კი, როდესაც წყობა არ ამართლებს, მწვრთნელი გადაანაცვლებს მოთამაშეებს. ასე რომ, პრინციპულად უახლოეს ხანშია გასაკეთებელი ეს გადანაცვლება," - განაცხადა დეპუტატმა.

ნუკრი ქანთარიამ ირაკლი კობახიძის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის შესაძლებლობები შეაფასა.

„სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძეს არ აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის არის აუცილებელი", - დასძინა ქანთარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა