ადა მარშანია - უმრავლესობა უნდა გაწმენდილიყო იმ გაუგებარი და შემთხვევითი ადამიანებისაგან, ვისაც ჩვენ ვხედავთ დღეს პარლამენტში

მმართველმა გუნდმა უღალატა 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალებს და მიზნებს, ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ერის დაკვეთას, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ადა მარშანია გამოეხმაურა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის ჩავარდნას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა.

„ვერ მივიღეთ მმართველი გუნდის უმრავლესობის მხარდაჭერა იმიტომ, რომ მმართველმა გუნდმა უღალატა 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალებს და მიზნებს, ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ერის დაკვეთას. უმრავლესობა უნდა გაწმენდილიყო იმ გაუგებარი და შემთხვევითი ადამიანებისაგან, ვისაც ჩვენ ვხედავთ დღეს პარლამენტში. ეს ჩვენთვის გაუგებარი ბიოგრაფიის ხალხია, გაუგებარია როგორ მოხვდნენ ისინი საერთოდ პოლიტიკაში“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა.

რეზოლუციის პროექტს 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ პარლამენტის 17 წევრი წავიდა და ამ შედეგით პროექტი ჩავარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა