ირაკლი კოვზანაძე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინსა და საქართველოში სსფ-ის მუდმივ წარმომადგენელს, ფრანსუა პეშოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ სავალუტო ფონდის მისიასთან საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების, საპენსიო რეფორმის, საბანკო ზედამხედველობის გაძლიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

„შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო; ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, იმ გამოწვევებზე, რაც მათ განხორციელებას თან ახლავს. მათ შორის, საბანკო სექტორში არსებულ აქტუალურ საკითხებსა და ფინანსური სექტორის მდგრადობაზე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავის მხრივ, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს სსფ-ის პროგრამის ფარგლებში, მომდევნო შეხვედრებისას კვლავ განიხილავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო