სერგო მეთოფიშვილი - ანა დოლიძეს დაბალი დონის კვალიფიკაცია აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს „დაბალი დონის კვალიფიკაციის მქონეს“ უწოდებს. მეთოფიშვილის თქმით, ანა დოლიძემ ვერ შეძლო სამართლებრივად განემარტა, თუ რატომ არის ხარვეზიანი პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინიციატივა.

სერგო მეთოფიშვილი ეხმაურება ანა დოლიძის მიერ “ფეისბუქზე“ დაწერილ სტატუსს, რომ თამარ ჩუგოშვილის ინიციატივა ნაკლოვანია და საბჭოდან ნაზი ჯანეზაშვილის გაყვანასაც გულისხმობს, რაც დაუშვებელია.

„პირადად მე ადრე ბევრჯერ მითქვამს, რომ ანა დოლიძეს აქვს დაბალი დონის კვალიფიკაცია და თავისი კომპეტენტურობით არ შეესაბამება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსს. ეს თუნდაც ამ ბოლო კომენტარიდან გარკვევით იკვეთება, კერძოდ, სამართლებრივად ვერ ხსნის რატომ არის ჩუგოშვილის ინიციატივა ნაკლოვანი?! ამდენი ცოდნა, რომ არგუმენტირებულად დაასაბუთოს პოზიცია მას არ გააჩნია!

რაც შეეხება მის კეთილსინდისიერების დონეს, ამ ბოლო მისი კომენტარიდან ესეც ნათლად ჩანს, ანუ, ახლა როდესაც საკითხი მის “დაქალს” და მას, როგორც არამოსამართლე წევრს შეეხო, მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ ინიციატივა ნაკლოვანია, ხოლო როდესაც საკითხი სასამართლო სისტემას და მოსამართლეებს ეხება, ავიწყდება ყველაფერი, მათ შორის საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც და თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა. ეს არის დოლიძის მხრიდან ორმაგი სტანდარტის და არაკეთილსინდისიერების კლასიკური მაგალითი“, - წერს სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს