დავით სერგეენკო - სასწავლო დაწესებულებებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნა არ ნიშნავს, რომ წარუდგენლობის შემთხვევაში, სტატუსი შეუჩერდებათ

ის, რომ სასწავლო დაწესებულებებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ვთხოვთ, არ ნიშნავს იმას, რომ მისი არ წარდგენის შემთხვევაში, სტატუსი შეუჩერდებათ, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წითელას ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სასწავლო დაწესებულებებში წარდგენასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსის” მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, სასწავლო დაწესებულებაში არც წითელას ანტისხეულების ქონასთან დაკავშირებული ანალიზის პასუხის წარდგენაა საჭირო.

„შესაბამისი ამოცანა არის ის, რომ მშობლებს კიდევ ერთხელ გავუმახვილოთ ყურადღება, იზრუნონ იმაზე, თუ არ არის ვაქცინაცია გაკეთებული, მიიღონ განმარტება სკოლის ექიმისგან, სკოლის ხელმძღვანელობისგან, რომ ეს ვაქცინაცია გასაკეთებელია და არა იმისათვის, რომ სტატუსი შეუჩერონ. მეორე, ალბათ, ერთეული გაუგებრობა იყო, თუ იმის დადასტურებას სთხოვდნენ, რომ წითელას ანტისხეულები მართლაც აქვს. ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს. ანკეტის წარდგენა, სადაც ვაქცინაციაზე არის ჩანაწერი, სავსებით საკმარისია, არანაირი საჭიროება არ არის, რომ ანალიზი ანტისხეულებზე იკეთონ”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ამ დროისთვის წითელას 1600-ზე მეტი შემთხვევაა, თუმცა, ახალი შემთხვევების მატების ტემპი შემცირებულია.

„ძალიან კარგია, რომ 85 000-მდე არაგეგმური ვაქცინაცია ჩატარდა, თუმცა ამოცანა არის, რომ მინიმუმ 200 000 ვაქცინაცია გაკეთდეს არა ბავშვებში, არამედ საშუალო ასაკის ადამიანებში იმისთვის, რომ ჩვენ უფრო დაცულები ვიყოთ. ევროპაშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს. მთლიანად, ევროპის რეგიონში წითელას 82 000 შემთხვევაა და საუბედუროდ, გარდაცვალების შემთხვევებია, რაც ჩვენთან საბედნიეროდ, ჯერ არც ერთი არ ყოფილა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო