მეწარმე ქალები დასავლეთ საქართველოდან ქუთაისში შეხვედრას მართავენ

მეორე დღეა მეწარმე ქალები დასავლეთ საქართველოდან ქუთაისში შეხვედრას მართავენ. ისინი ერთმანეთს გამოცდილებებს უზიარებენ და საკუთარ საჭიროებებზე მსჯელობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს.

საჭიროებებთან ერთად, მეწარმე ქალებმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფსიქოლოგიურ ასპექტები ფსიქოლოგ სოფო ტაბაღუასთან ერთად განიხილეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო გენდერული ნიშნით ძალადობის გააზრებას, აღქმას და ასევე, რა გავლენა აქვს გენდერულ ძალადობას ქალებზე.

“შეხვედრაზე მეწარმე ქალებთან ერთად განვიხილეთ რა არის გენდერული ნიშნით ძალადობის გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები. ვისაუბრეთ ოჯახში ძალადობის შესახებ და მათი დაძლევის და პრევენციის გზები განვიხილეთ. მეწარმე ქალებმა მიიღეს ინფორმაცია , როგორია ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებები,“ -აღნიშნა ფსიქოთერაპერტმა სოფო ტაბაღუამ.

როგორც ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, ქალ მეწარმეთა მთავარი გამოწვევა განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. ეს პროექტი სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს.

„პროექტი მიზანმიმართულია იმისკენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს. ასევე განავითარონ სოციალური პასუხისმგებლობა და ის გამოწვევები, რაც მეწარმე ქალებს აქვთ, ვეცადოთ ჩვენც მათთან ერთად გადავჭრათ“, - აღნიშნა პროექტის მენეჯერმა ნათია ნინიკელაშვილმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ პროექტის ფარგლებში 50 მეწარმე ქალს ბიზნესის გაფართოების მიზნით ფინანსური დახმარება გაეწია და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის შესაბამისი ტრეინინგებიც გაიარეს. ასევე, პროექტის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციები დიდ კომპანიებთან კონტაქტების დამყარებაში დაეხმარება.

“ფერმერთა ასოციაციასთან ერთად ვმუშავებთ დამწყებ მეწარმე ქალებთან, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზესი და უნდათ მისი გაფართოება. ვიმუშავებთ ასევე , დიდ შემდგარ კომპანიებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ გაფართოვდნენ და გაზარდონ თავისი გაყიდვები. პროექტის განმავლობაში აქტიურად ჩავერთვებით იმ საჭიროებების მოგვარებაში, რომელიც მეწარმე ქალების მხრიდან იქნება წამოჭრილი“, - განაცხადა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსმა ანა ფაშალიშვილმა.

შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, პროექტის “ ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების” ფარგლებში იმართება.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის მსგავსი პროექტები დიდი სტიმულია, რომელიც ხელს შეგვიწყობს ჩვენი საქმიანობის უფრო და უფრო გაფართოებაში. მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დიდ კომპანიებთან დავამყაროთ კავშირი და გაგვიზიარონ მათი გამოცდილება. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ პროექტის ფარგლებში შევიძინეთ ახალი ცოდნა და უნარები. მეტი ქალი უნდა იყოს ბიზნესში“, - განაცხადა პროექტის მონაწილემ იმერეთის რეგიონიდან თათია ხურციძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს