მამუკა მდინარაძე - ეკა ბესელიას გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა შეუძლია

ეკა ბესელიას ძალიან დიდი ხნის პოლიტიკური გამოცდილება აქვს და მას გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა შეუძლია, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოახერხა, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ეკა ბესელია, თუ იგი ცალკე ფრაქციას შექმნის. მდინარაძის თქმით, ბესელიას პოლიტიკური პიარი გამოუვა, თუმცა ანტიკონსტიტუციური კანონები მიზნამდე ვერ მიგვიყვანს.

ეკა ბესელიას ძალიან დიდი ხნის პოლიტიკური გამოცდილება აქვს და მას გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა შეუძლია, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოახერხა. თუ სასამართლო სისტემის და სხვადასხვა სფეროს გაჯანსაღებაზე მართლა ფიქრობს, ეს ანტიკონსტიტუციური კანონპროექტების ინიცირების გზით არ გამოვა. გარკვეული პოლიტიკური პიარი გამოვა, რაც ამ შემთხვევაშიც გამოუვიდა და გარკვეული დროებითი მორალური უპირატესობებიც შეიძლება, მოიპოვონ ამ გზით, მაგრამ ანიკონსტიტუციური კანონი მიზნამდე ჩვენ ვერ მიგვიყვანს. საბოლო ჯამში, დროთა განმავლობაში ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. როდესაც პოლიტიკური პროცესები დაღვინდება ხოლმე, ამის შემდეგ ყველაფერს ნათელი ეფინება უფრო კარგად. ემოციებისგან როდესაც დავიცლებით საზოგადოება იგებს სიმართლე რა არის და სწორი დასკვნებიც გამოაქვს ხოლმე.

2012 წელს ხალხს ხმა არ მიუცია იმისთვის, რომ ანტიკონსტიტუციური კანონები მიგვეღო და კანონები გვერდზე გადაგვედო. ადამიანებმა ხმა მისცეს მართლწესრიგს, მშვიდობას და სამართლიანობას. სამართლიანობა კანონიერების გარეშე გამორიცხულია. ერთი მხარეა ემოციები, მაგრამ ჩვენ ემოციების გარდა კანონის და კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება გვმართებს," - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა