ეკვადორში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეკვადორში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 10:17 საათზე, ქალაქ პალორადან 132 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

მიწისძვრის კერა 152 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ამ ეტაპზე ინფორმაცია ნგრევაზე და მსხვერპლზე არ გავრცელებულა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა