ოთარ კახიძე - „ევროპული საქართველო“ თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას მხარს დაუჭერს

ქალბატონი თამარის ამ ინიციატივას მხარს დავუჭერ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინიციატივას შეიძლება თავისი ნაკლოვანებები ჰქონდეს, - ასე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე თამარ ჩუგოშვილის ინიციატივაზე.

"ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ყველა კრიზისს რამენაირად მოაგვარებს.

„ევროპულ საქართველოს“ აქვს საკუთარი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მოსამართლე წევრებს უნდა ჩამოერთვათ ექსკლუზივი და მონოპოლია, რომ პარლამენტს მხოლოდ მათი გაფილტრული სია მოუვიდეს და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს მაგალითად, ქალბატონ ნაზის ან ქალბატონ ანას მიეცეთ იმის საშუალება, რომ პარლამენტს წარუდგინონ თავიანთი კანდიდატურა.

ქალბატონი თამარის ამ ინიციატივასაც მხარს დავუჭერ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინიციატივას შეიძლება თავისი ნაკლოვანებები ჰქონდეს. ეს ინიციატივა არის ლოგიკური და სრულიად ლეგიტიმური და მიუხედავად სხვადასხვა კითხვებისა, ჩვენ მაინც დავუჭერთ მხარს. ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი უმძიმესი მდგომარეობიდან," - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

ამ კონტექსტში ჩუგოშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ პარლამენტის მიერ შეყვანილი წევრების მხარდაჭერითა და ხმებით ხორციელდება.

შეგახსენებთ, 2013 წლის 1 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან. საბჭოს 8 წევრს ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა