დიდუბის რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის პირველ ბ კორპუსში შენობის ქანობიანი სახურავის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-12 და მე-4 კვარტლის მე-13 კორპუსებში, ასევე, აგლაძის ქუჩის N34-ში შენობის ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია ხორციელდება.

შენობის ავარიული სახურავების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ქუთაისის ქუჩის N27-ში, ფიფიების ქუჩის N8 ბ-სა და დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-9 კორპუსში.

გარდა ამისა, საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 კორპუსში ხორციელდება, ხოლო ბაგრატიონის ქუჩის N69-სა და გორის ქუჩის N23-ში სადარბაზოების კარების შეკეთება მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. მათი საერთო ღირებულება 219 734 ლარს შეადგენს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს