„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სტუდენტებს უმასპინძლა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებული, საჯარო მოხელეთა კლუბის საბაკალავრო პროგრამის, „საჯარო მმართველობის“ სტუდენტები ესტუმრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ აცნობეს.

მათი ცნობით, სტუდენტებმა დაათვალიერეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, გაეცნენ კომპანიის სტრუქტურასა და მმართველობის სქემას, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ენერგეტიკასა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ცდილობს, რაც შეიძლება, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, სსე-ში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტუქტურა და თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ეფექტიანი მმართველობის სქემა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს