ნაზი ჯანეზაშვილი - მზად ვარ თანამდებობა დავტოვო, თუ გადადგებიან ჩინჩალაძე, მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები

ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხის პარლამენტში განსახილველად გატანა ჩემთვის შეურაცხმყოფელია და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტისთვის ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას.

ამის პარალელურად, ჯანეზაშვილის თქმით, მზადაა თამარ ჩუგოშვილთან კონსულტაციები გამართოს.

"ამ ვითარებაში მესმის, თუ რას ცდილობს პარლამენტი. პარლამენტი გამოსავალს ეძებს. გამოსავლის ძებნა შესაძლებელია და მზად ვარ, რომ ამ გამოსავლის მოძებნაში დავეხმარო ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს. მე ამ გამოწვევას ვღებულობ, მზად ვარ კონსულტაციები გავიარო საკითხის ინიციატორთან და ვიმსჯელოთ გამოსავალზე, მაგრამ აქვე უნდა ითქვას სიმართლე და სიმართლე არის ის, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები სერიოზულ გავლენას ახდენენ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე," - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილი მზადაა, დატოვოს თანამდებობა, თუ მოსამართლის თანამდებობებიდან წავლენ ჩინჩალაძე, მურუსიძე და სხვა მოსამართლეები.

"მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის თანამდებობებიდან გადადგებიან ჩინჩალაძე, მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, იმავე დღეს მეც დავწერ განცხადებას ჩემი გადადგომის შესახებ და წარვუდგებ პარლამენტს“, - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

მანვე პარლამენტს ინდივიდუალური წესით საკითხის განხილვა შესთავაზა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს მიაჩნია, რომ საბჭოში კოლექტიურად არ იღებენ გადაწყვეტილებებს.

"თუკი პარლამენტი საკითხის შესწავლას დაიწყებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ინდივიდუალური მიდგომის საფუძველი. არ შეიძლება საბჭოს წევრების საკითხს მივუდგეთ კოლექტიურად, რადგან ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს კოლექტიურად და ხმას ვაძლვთ ინდივიდუალურად," - აღნიშნა მან.

ჯანეზაშვილის თქმით, შეუძლებელია სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნა იმ პირობებში, როცა ამ დრომდე სასამართლოს კლანი და კლანის წევრები მართავენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

ამ კონტექსტში ჩუგოშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ პარლამენტის მიერ შეყვანილი წევრების მხარდაჭერითა და ხმებით ხორციელდება.

შეგახსენებთ, 2013 წლის 1 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან. საბჭოს 8 წევრს ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო