ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ნაცვლიშვილი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ასახელებს.

"მე დავტოვე უმრავლესობა, ფრაქციაც და პარტიაც. ვაგრძელებ დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობას პარლამენტში. არავისთან ალიანსში არ შევდივარ. 42-მა ადამიანმა დამიჭირა მხარი, 10 იყო წინააღმდეგი. ძალინ ცოტა ადამიანისგან მოვისმინე არგუმენტი. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, მაგრამ ეს არის ძალიან უხერხული მდგომარეობა, როდესაც არგუმენტებს არ ეუბნები ადამიანს და მხარსაც არ უჭერ. ეს იყო ინდივიდუალიზმსა და ინდივიდების მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის განსხვავება. უმრავლესობამ დაუჭირა ინდივიდუალიზმს მხარი. მე მქონდა ინიციატივა, რომელიც პასუხისმგებლობას ეფუძნებოდა.

6 თვის წინ დავასრულე ამ კანონპროექტზე მუშაობა. უმრავლესობას რამდენჯერმე ვთხოვე, რომ იქნებ შევიკრიბოთ, გავიაროთ ეს კანონი. ერთადერთხელ ქუთაისში, 20 წუთით იყო შეკრება. 20 წუთი კი არა, ხომ დააკვირდით, რამდენ ხანს გრძელდებოდა განხილვა. მთავრობასთანაც გავლილი მაქვს ეს კანონპროექტი. ახლა პარლამენტის ჯერი იყო, თუმცა მხარი არ დაუჭირა უმრავლესობამ. დიდი მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, რომელმაც გაათვითცნობიერა ამ კანონპროექტის უპირატესობა,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კანონპროექტი პარლამენტმა დღეს განიხილა და მას 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს