საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“ თურქეთის სასამართლოს განჩინების გასაჩივრებას აპირებს, რომლის თანახმად, 5 ფეხბურთელს თურქეთის ტერიტორიის დატოვება აეკრძალა

თურქეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ხუთი ქართველი ფეხბურთელის საქმეზე კლუბ „ცხინვალის" მენეჯმენტმა ბრიფინგი გამართა.

კლუბის დირექტორის ქართლოს რუხაიას თქმით, თურქეთში სავაჭრო ცენტრში გაუგებრობა მოხდა. მისივე თქმით, ფეხბურთელებს თან აქვთ გადახდის ქვითრები და პოლიციასაც წარუდგინეს. კლუბი თურქეთის სასამართლოს განჩინების გასაჩივრებასაც აპირებს, რომლის თანახმადაც ფეხბურთელებს თურქეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ.

„რეალურად მომჩივანი ფეხბურთელებს არავინ ჰყავს. ყველა ნივთზე, რაც არის წამოღებული, გააჩნიათ ქვითარი. არ ფიქსირდება არანაირად ქურდობის ფაქტი. რაღაც გაურკვევლობა მოხდა, რის გამოც წაიყვანეს დაკითხვაზე, წარადგინეს ფეხბურთელებმა ქვითრები, აქედან გამომდინარე, გაათავისუფლეს იმავე დღეს.

სასამართლოს შვიდდღიანი გაუსვლელობის განაჩენი არის იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირები გადამოწმდნენ, თუ აქვთ სხვა დანაშაული. რამე რომ მომხდარიყო, მომჩივანი ეყოლებოდათ. როგორც ფეხბურთელები ამბობენ, საქონელი იყიდეს, გაატარეს, რეალურად ქვითრები ჰქონდათ, მაგრამ არ დაფიქსირდა რატომღაც“, - განაცხადა ქართლოს რუხაიამ.

მისი თქმით, ფეხბურთელები შეკრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

გუნდი საქართველოში დაბრუნებას 26 თებერვალს გეგმავს, თუმცა, იმის გამო, რომ კლუბის 5 წევრს ქალაქის დატოვების უფლება არ აქვს, ჯერ-ჯერობით უცნობია, რა შემადგენლობით დაბრუნდება კლუბი სამშობლოში.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელების დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა. მათივე ინფორმაციით ფეხბურთელებს ქურდობა ედებათ ბრალად.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს