პროექტ „ბიზნეს ამქარის“ პრეზენტაცია გაიმართა

GIPA-ს „ფრონტალინ კლუბ ჯორჯიაში“ დღეს პროექტ „ბიზნეს ამქარის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც A2B (Academy to Business) მოდელზეა აგებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, პროექტს GIPA –ს თან ერთად განახორციელებენ.

ღონისძიების ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანმა.

„პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს აკადემიისა და ბიზნესის სექტორის გადაკვეთაში, რათა აკადემიურმა სექტორმა ხელშესახები სარგებელი მოუტანოს ბიზნესს. პროექტის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტები, ლექტორების მენტორობით, სხვადასხვა მომსახურებას გაუწევენ „თიბისი ბანკის“ პროექტ, სტარტაპერის პროგრამის მონაწილე კომპანიებს. მომსახურებების მენიუ მოიცავს კომპანიების ორგანიზაციული და მართველობითი სისტემების გამართვის, მარკეტინგის, ფინანსების, საოპერაციო საქმიანობის, კრეატიულ და სამართლებრივ საჭიროებებთან დაკავშირებულ (საერთო ჯამში 80-მდე) სერვისის გაწევას. პროექტი, GIPA-ს საგანმანათლებლო პროგრამებში ინსტიტუციონალიზებულია, რომელიც ასევე ხდება პროექტ სტარტაპერის ინტეგრირებული ნაწილი“, – აცხადებენ „თიბისი ბანკში“.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ხედვაა, A2B (Academy to Business) მიდგომის გაფართოება და პროექტში სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობის ზრდა.

„აღნიშნული ინიციატივა, თავის მასშტაბიდან გამომდინარე, წარმოადგენს საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის პირველ სიღრმისეულ პრეცენდენტს საქართველოში“, – განაცხადეს ბანკში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა