დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის საავადმყოფოდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მამალაძე ციხის საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მამალაძე რამდენიმე დღის წინ ღუდუშაურის საავადმყოფოში მოათავსეს. თავდაპირველად საუბარი იყო ინსულტზე, თუმცა კონსილიუმზე ინსულტის დიაგნოზი არ დადასტურდა.

ადვოკატები მამალაძის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო