ზვიად ძიძიგური - ბექა ნაცვლიშვილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მისი ხედვები გაეზიარებინა პარლამენტს

ბექა ნაცვლიშვილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მისი ხედვები გაეზიარებინა პარლამენტს“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა ბექა ნაცვლიშვილის მიერ უმრავლესობის დატოვების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბექა ნაცვლიშვილს განცხადება გაკეთებული ჰქონდა წინასწარვე.

„ის პრინციპული ადამიანია. ჩვენ ყველანი ასე ვიცნობდით მას თავიდანაც. ვფიქრობ, რომ ის თავისი პრინციპების დაცვას გააგრძელებს იმ ფორმატში, როგორც დეპუტატი და მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა პრინციპულ ადამიანს“, -განაცხადა ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგური ასევე ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის უმრავლესობიდან წასვლას გამოეხმაურა.

„ის, რომ მათ დატოვეს უმრავლესობის რიგები, ჩემთვის პირადად დიდად სასიხარულო ამბავი არ არის, რადგან მიმაჩნია, რომ მათი ენერგია და მათი შესაძლებლობები უმრავლესობის მხრიდან უფრო გამოადგებოდა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ესეც მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა