სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე, სადაც ტურისტებზე თავდასხმაა ასახული, შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე, სადაც თბილისის ძველ უბანში ტურისტებზე თავდასხმაა ასახული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„ამ ფაქტზე შეტყობინება არ შემოსულა და გამოძიება გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დღეს დაიწყო“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განცხადებით, რადგანაც ფაქტის შესახებ შეტყობინება შესული არ არის, დამნაშავე პირთა იდენტიფიცირება ვიდეოს საფუძველზე მოხდება.

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც თბილისის ერთ–ერთ ძველ უბანში გარკვეული პირები ტურისტებისთვის პირადი ნივთების წართმევას ცდილობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა