"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტიის სამდივნოს სხდომა  მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტიის სამდივნოს სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ის დეპუტატები ესწრებიან, რომლებმაც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

ჯერ უცნობია რასთან დაკავშირებით დაინიშნა შეხვედრა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება საუბარი.

„კონკრეტულად არ ვიცი. შევალ, ვნახავ ვინ ესწრება, ვინ იქნება შეხვედრაზე. მე სამდივნოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ პარტიაში არის ჩანიშნული შეხვედრა და მოვედი“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

შეხვედრაზე განსახილველი საკითხების გარშემო ინფორმაცია არ აქვს რევაზ არველაძესაც. „უბრალოდ მხოლოდ ის ვიცი, რომ ოთხ საათზე არის შეხვედრა“, - განუცხადა ჟურნალისტებს არველაძემ. კითხვაზე ესწრება თუ არა დახურულ შეხვედრას ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილი, არველაძე პასუხობს, რომ ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება პარტიის დატოვებას, არველაძე ამბობს, რომ ჯერჯერობთ პარტიის დატოვებას არ აპირებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა