ფრაქცია "ევროპული საქართველო" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს

ფრაქცია "ევროპული საქართველო" პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.

როგორ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა "ევროპულ საქართველოსთან" შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს, თუმცა არ არის გამორიცხული, ამას ხელი ხელისუფლებამ შეუშალოს.

"ევროპულ საქართველოსთან" დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის შედეგიანი იყო. შევეხე ჩემთვის მტკივნეულ რამდენიმე თემას. ეს ადამიანები აქამდეც ფიქრობდნენ, რომ საგამოძიებო კომისია აუცლებლად უნდა შედგეს. მიცხადებენ მხარდაჭერას და ყველაფერს გააკეთებენ, რომ კომისია შეიქმნას.

თუ კომისია არ შეიქმნა, ე.ი. ფაქტია, რომ რაღაც მიზეზის გამო არ ქმნიან. რა არის ეს მიზეზი, ჩვენ კარგად ვიცით. სახელმწიფომ მძიმე დანაშაული ჩაიდინა და "კბილებით უჭირავთ" ამ დანაშაულიდან რამე სიმართემ არ გაჟონოს. ვფიქრობ, შეეცდებიან, რომ ეს კომისია არ შეიქმნას. დღეს "ევროპული საქართველოს" წევრებმა იმედი მომცეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ კომისის შექმნისთვის. ამავე თემაზე შეხვედრა მქონდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ვიმედოვნებ, რომ შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პარლამემტში მალხაზ მაჩალიკაშვილი და "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იუსრიტი, თამთა მიქელაძე პარტია "ევროპულ საქართველოს" შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზებზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხსა და საპარლამენტო კონტროლის სხვა შესაძლებლობებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა