ვახტანგ ყოლბაიამ ლექცია - „დღევანდელი მდგომარეობა აფხაზეთში და მისი მოგვარების გზები“ წაიკითხა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, ლექცია, თემაზე: „დღევანდელი მდგომარეობა აფხაზეთში და მისი მოგვარების გზები“ გაიმართა. ლექცია ძირითად თემაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ წაიკითხა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, მოხსენებაში ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა აფხაზეთში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ვითარებაზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაზე.

მათივე ინფორმაციით, ლექციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ლექციის შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ და ელგუჯა გვაზავამ მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო