ლევან მურუსიძე - დარწმუნებული ვარ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღირსეულ კანდიდატებს წარადგენს

დარწმუნებული ვარ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს ღირსეულ კანდიდატებს, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობენ.

მურუსიძე დარწმუნებულია, რომ როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, ისინი კითხვებზე ამომწურავ პასუხებს გასცემენ და საზოგადოება დაინახავს, რომ სასამართლოს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი თითიდან გამოწოვილია.

"დარწმუნებული ვარ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს ღირსეულ კანდიდატებს. როდესაც კომიტეტში ღია განხილვები იქნება და ყველას ექნება საშუალება მოსამართლე კანდიდატებს დაუსვას შეკითხვები, ისინი გასცემენ იმ ღირსეულ პასუხს, რომელსაც დაინახავს საზოგადოება და მიხვდება, რომ სასამართლოს გრაშემო შექმნილი აჟიოტაჟი რეალურად არის თითიდან გამოწოვილი და არ შეესაბამება სიმართლეს.

ამ შეხვედრებზე ძირითადად საუბარი შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პორცედურებს და არა კრიტერიუმებს. გუშინდელ შეხვედრაზე არ დამინახავს, რომ არასამთავრობო სექტორსაც რამე კრიტერიუმის დამატება სურდეს. ისინიც ძირითადად საუბრობენ პროცედურებზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, მაგრამ რეალურად მე ვეთანხმები იმ კრიტერიუმებს, რაც არის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს