ეკა ბესელია - მამუკა მდინარაძეს ვურჩევ, ნუ გათამამდება  ჩემზე კომენტარების გაკეთებისას

,,მე ვურჩევ მამუკა მდინარეძეს, ნუ გათამამდება ჩემზე კომენტარების გაკეთებისას,“ - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, მამუკა მდინარაძეს მასზე კომენტარების გასაკეთებლად პოლიტიკური სიმწიფე არ ჰყოფნის.

,,მე ვურჩევ მამუკა მდინარაძეს, ნუ გათამამდება ჩემზე კომენტარების გაკეთებისას. მდინარაძე არ არის ის პერსონა, რომელიც ჩემზე კომენტარებს უნდა აკეთებდეს. მას ამისთვის არც პოლიტიკური სიმწიფე ჰყოფნის, არც პოლიტიკური გამოცდილება, არც პოლიტიკური წონა, არც ავტორიტეტი. ამიტომ ვურჩევ სხვა რამეებით დაკავდეს და მიხედოს ფრაქციის საკითხებს. ჩემზე კომენტარებს კი თავი დაანებოს, ვურჩევ, თორემ მომიწევს შევახსენო, თავისი ადგილი სად არის“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

შეგახსნებთ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიას პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას პიარზე გათვლილი ქმედება უწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა