ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლო არ უნდა ჩაიკეტოს ისე, რომ მასში ისევ მხოლოდ კლანის აქტიური წევრები მოხვდნენ

არ უნდა ჩაიკეტოს უზენაესი სასამართლო ისე, რომ მასში ისევ მხოლოდ და მხოლოდ კლანის აქტიური წევრები მოხვდნენ,- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მან ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი პროექტი გააკრიტიკა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებს შეეხება.

"კერიტერიუმები, რომელიც ამ პროექტში ჩაიწერა, შეთავაზებულია მოსამართლე წევრების მხრიდან. ეს არის კოპირებული ვერსია, ვინ შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. გარდა იმ საბაზისო სტანდარტებისა, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით, რომ მოსამართლე უნდა იყოს 30 წლის ასაკის, რომ უნდა ჰქონდეს იურისტის დიპლომი მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული - ეს ფორმალური საკითხები ისედაც გათვალისწინებული იყო, მაგრამ ამას ემატება სამი რამ. კანდიდატი უნდა იყოს მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე, ან იურისტი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პირთა წრე, თუ ვინ შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იზღუდება და ვიწროვდება. ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია შევიწროვდება. მიმაჩნია, რომ არ უნდა დავიწროვდეს პირთა წრე, არ უნდა ჩაიკეტოს უზენაესი სასამართლო ისე, რომ მასში ისევ მხოლოდ და მხოლოდ კლანის აქტიური წევრები მოხვდნენ", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო