ანა დოლიძე - "ქართული ოცნების" გუნდი ისეთ შოკშია, იმდენად დაბნეული და არაადეკვატურია, არც ის გამიკვირდება, დავით ჭიჭინაძე ხელმეორედ გარიცხონ

"ქართული ოცნების" ეს გუნდი ისეთ შოკშია, იმდენად დაბნეული და არაადეკვატურია ქვეყანაში შექმნლი სიტუაციასთან მიმართებაში, არც ის გამიკვირდება, რომ დავით ჭიჭინაძე ხელმეორედ, დაუსწრებლად გარიცხონ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა.

ის გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არაოფიციალური ცნობით, "ქართული ოცნებიდან" რამდენიმე წევრი გარიცხეს. ანა დოლიძის შეფასებით, მმართველი პარტია ძალაუფლებას აშკარად კარგავს.

„ნამდვილად არ გამიკვირდა ეს გადაწყვეტილება, რადგან "ქართული ოცნების" ეს გუნდი ისეთ შოკშია, იმდენად დაბნეული და არაადეკვატურია ქვეყანაში შექმნლი სიტუაციასთან მიმართებაში, არც ის გამიკვირდება, რომ დავით ჭიჭინაძე ხელმეორედ, დაუსწრებლად გარიცხონ. ესეც მოსალოდნელია. მმართველი პარტია ძალაუფლების სადავეებს აშკარად კარგავს, ვინაიდან მას მთავარი დასაყრდენი მოეშალა. ეს არის მორალური ძალაუფლება. სხვა შემთხვევაში, ხუთოსანი ირაკლი კობახიძე და ხუთოსანი ანრი ოხანაშვილი პარლამენტში არავის აურჩევია. "ქართული ოცნება" პარლამენტში აირჩიეს სამართლიანობის აღდგენის იდეის მიხედვით, რომელიც ამ პარტიამ დაასამარა. ძალიან კარგი პროცესის შემყურე ვართ. ხალხი ნელ-ნელა გადმოხტება იმ გემიდან, რომელიც იძირება და დარჩება 5-6 ადამიანი, რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძეს ბოლოდე ჩაჰყვება", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო