გიორგი მიქაუტაძე - უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ იმ  მოსამართლეებს, რომლებსაც შესაბამისი  სამოსამართლეო გამოცდილება აქვთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ იმ მოსამართლეებს, რომლებსაც შესაბამისი სამოსამართლეო გამოცდილება აქვთ.

როგორც მიქაუტაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით საქართველოს სასამართლო სისტემა წარმატებული ქვეყნების პრაქტიკას იზიარებს. "ჩვენ ვიზიარებთ იმ პრაქტიკას, რომელიც აქვს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს. აქ არის მოსამართლეების ძალიან დიდი პროცენტი, რომლებიც ინიშნებიან უზენაეს სასამართლოში. ყველა თუ არა, არიან კარიერული პრინციპით დანიშნულები და ისინი არიან ქვემდგომი ინსტანციის მოსამართლეები, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება აქვთ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ვფიქრიბთ, რომ ასე უნდა იყოს და პროიორიტეტი უნდა მიენიჭოს სწორედ იმ კანდიდატებს, რომელთაც სამოსამრთლო საქმიანობის გამოცდილება ექნებათ", - განაცხადა მიქაუტაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს