გიორგი მშვენიერაძე - კოალიციას გვაქვს 5 პრინციპული საკითხი, რომელიც კანონში უნდა იყოს გათვალისწინებული და ამის გარეშე საერთოდ პროცესშიც აღარ მივიღებთ მონაწილეობას

კოალიციას გვაქვს 5 პრინციპული საკითხი, რომელიც კანონში უნდა იყოს გათვალისწინებული და ამის გარეშე არა მარტო მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ პროცესშიც აღარ მივიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ პარლამენტის თავმჯდარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე გააცნეს, ხოლო დღეს ამ საკითხს საბოლოოდ განიხილავენ. "პირველი საკითხი არის ის, რომ კონკურსში მონაწილეობა უნდა იყოს გახსნილი საზოგადოებისთვის და მონაწილეობას მხოლოდ ის პირები არ უნდა იღებდნენ, ვისაც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა აქვთ ჩაბარებული. მეორე საკითხია, საბჭოს იმ წევრებს, ვისაც სურვილი აქვთ კონკურსში მონაწილეობის მიღების, არ უნდა ჰქონდეთ უფლება ამავდროულდ საბჭოში მუშაობის. კონკურსის დასრულებამდე უნდა ჰქონდეთ უფლებამოსოლება შეწყვეტილი. მესამე - ფარდობითი კენჭისყრის ამოღება კანონპროექტიდან, რომელიც საფუძველი უნდა გახდეს ე.წ. გრძელი სიის შექმნის, რადგან ეს საშუალებას აძლევს კლანს, სასამართლოში პირველივე ეტაპზე გამორიცხოს ყველა ის კანდიდატი, რომელსაც ექნება დანარჩენი სამი წევრის მხარდაჭერა. მეოთხე საკითხი არის დაკავშირებული კენჭისყრის პროცესთან. საბჭომ ორი მესამედით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ორი მესამედი ხმა უნდა დააგროვინ მოსამართლე წევრებისგან, ხოლო ორი მესამედი არამოსამართლე წევრებისგან. მეხუთე საკითხი, პარლამენტში როდესაც გადმოიგზავნება სია, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს წარმოდგენილი კანდიდატების წარსულს და მოამზადებს მასალებს საკომიტეტო განხილვისთვის", - განაცხადა მშვენიერაძემ.

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო