ნუკრი ქანთარია - არავინ არავის გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო  განხილვის თემა

არავინ არავის გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არავინ არავის გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა. იყო სხვა ძალიან მწვავე პრობლემები, რომელიც არის და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. პარტიის თავმჯდომარე აპირებს, რომ უმრავლესობის სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს. როგორც ქუხს ისე არ წვიმს, მოგეხსენებათ. ასეა ახლაც. იყო შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან გარკვეული ჯგუფის. იყო საქმიანი და გულწრფელი საუბარი. ბევრ რამეზე შევჯერდით“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარეც ესწრებოდა, სასამართლოზეც იყო საუბარი, უმრავლესობის მომავალზეც. „ბევრ რამეზე მოხდა ძირეული საუბარი, ყველა საკითხი მწვავეა“, - დასძინა ქანთარიამ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისში შეხვედრა დღეს 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო