ეკა ბესელია - პარლამენტში „ჩატებისა“ და „სქრინშოტების“ დიდოსტატები გვყავს

,,მესიჯებით“ და „ჩატებით“ საუბარი ეს ჩემი სტილი არ არის“, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა. კითხვაზე - არსებობს თუ არა ზოგადად ,,ქართულ ოცნებაში“ პრაქტიკა „ჩატში“ დირექტივების მიღების შესახებ, დეპუტატმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

,, მე პირადად არ ვსაუბრობ ჩატებზე, მესიჯებზე... ეს ჩემი სტილი არ არის. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ჩატებსა და შიდა საუბრებს გარეთ გამოიტანს. თუმცა პარლამენტში ჩატებისა და სქრინშოტების დიდოსტატები გვყავს, ვისაც ამ ფორმით შეუძლიათ საუბარი. მე ვირჩევ კომუნიკაციის ჯანსაღ ფორმებს, კონსულტაციებს და იმას, რაც მიღებულია პოლიტიკური პროცესისთვის“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების“ ცალკეულმა წევრებმა დღეს დაადასტურეს ინფორმაცია, რომ გუშინ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტისთვის მხარის არ დაჭერის შესახებ შეხსენება საერთო ,,ჩატში“ მიიღეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს