„კავკასიური სახლი“ ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს

„კავკასიური სახლი“ 23 თებერვალს, 18:00 საათზე ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კავკასიური სახლიდან“ აცნობეს, მიწვეული

სტუმრები და მომხსენებლები ისაუბრებენ ტრაგედიის მნიშვნელობაზე, გადასახლების

პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ შედეგებზე, ვაინახთა თანამედროვე ყოფის

უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე.

„1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა ხელისუფლებამ ჩეჩნებისა და ინგუშების ჩრდილოეთ კავკასიიდან შუა აზიაში გადასახლების სპეცოპერაცია დაიწყო. კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა მშობლიურ მიწაზე მცხოვრებ ვაინახებს ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა და გადასახლების ოფიციალურ მიზეზადაც მტერთან კოლაბორაციას ასახელებდა. სხვადასხვა მონაცემებით საკუთარი საცხოვრებლის მიტოვება ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. სამხედროების ძალადობის, სატვირთო ვაგონებით უმძიმეს პირობებში მგზავრობისა და არაადამიანური მოპყრობის სხვა შემთხვევების შედეგად ასოც ათასზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. გადარჩენილმა ჩეჩნებმა და ინგუშებმა, მათმა შთამომავლებმა სამშობლოში დაბრუნება სტალინიზმის ეპოქის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად მოახერხეს. რეპატრიაციის პროცესი მეოცე საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.

2019 წლის 23 თებერვალს, 18:00 საათზე ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას „კავკასიური სახლი“ უმასპინძლებს. მოწვეული სტუმრები და მომხსენებლები ისაუბრებენ ტრაგედიის მნიშვნელობაზე, გადასახლების პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ შედეგებზე, ვაინახთა თანამედროვე ყოფის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე. დარბაზში გამოფენილი იქნება დეპორტაციის ამსახველი სხვადასხვა მასალები. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება რამდენიმე დოკუმენტური ვიდეო-რგოლი და შესრულდება მუსიკალური ნომერი ჩეჩნურ ენაზე. შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ მწერალი ნაირა გელაშვილი, ქისტური თემის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი, პროფესორი ამირან არაბული, პროფესორი ცირა ბარამიძე და ა.შ. „კავკასიური სახლი“ საღამოს “კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის” პრეზიდენტის, უმარ იდიგოვის ხსოვნას უძღნის. ბ-ნი იდიგოვი 1969 წელს სოფელ იანდიგუათარში, რეპატრიანტთა ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა იურიდიული და

სამედიცინო განათლება. სხვადასხვა დროს მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩეჩნეთისა და საქართველოს წარმომადგენლობებში. 1999 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მიმდინარეობისას, სამხედრო ქირურგის მოვალეობის შესრულების დროს ფედერალურმა ძალებმა იდიგოვი ტყვედ აიყვანეს. ექიმი ექვსი თვის განმვალობაში ხანკალის საფილტრაციო კოლონიაში იმყოფებოდა. 2000 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ კვირამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, მონაწილეობდა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, გახლდათ საქართველოს პარლამენტის კონსულტანტი კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საკითხებში. 2010 წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ „კავკასიური სახლისათვის“ შენობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. უმარ იდიგოვმა უდიდესი წვლილი შეიტანა „კავკასიური სახლის“ მხარდამჭერთა ორგანიზებისა და დაწესებულების გადარჩენის საქმეში“, - ნათქვამია „კავკასიური სახლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა