ლანჩუთში წუხელ მომხდარ დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთის რაიონში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა, მათგან ერთი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით ორი ადამიანი: 1970 წელს დაბადებული ა.მ. და 1966 წელს დაბადებული გ.ტ. დაჭრა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა, ორივე დაჭრილი სტაციონარში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ერთ-ერთი მათგანი - ა.მ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ლანჩხუთის რაიონში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა