ანა დოლიძე - სასწორზე შემოდებულია არა ვინმე ირაკლი კობახიძის რეპუტაცია, არამედ სასწორზე დევს ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია

სასწორზე ამ შემთხვევაში შემოდებულია არა ვინმე ირაკლი კობახიძის რეპუტაცია, არამედ სასწორზე დევს ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც დოლიძე განმარტავს, სასამართლო სისტემაში სწორედ იმ ადამიანებს ტოვებენ, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის ამომრჩევლებს გული ატკინეს.

ირაკლი კობახიძე არის ერთი ჩვეულებრივი მესენჯერი, ერთი ჩვეულებრივი გზავნილების მიმტან-მომტანი, ის არის სამართლის პროფესორი, სავარაუდოდ, მშვენიერი მეცნიერია და ეკუთვნის მას ეს ადგილი, მაგრამ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ის არის დანიშნული ბიძინა ივანიშვილის მიერ. შესაბამისად, სავარაუდოდ, ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის ნებას. მგონია, რომ სასწორზე ამ შემთხვევაში შემოდებულია არა ვინმე ირაკლი კობახიძის რეპუტაცია, რომელიც არავის ემახსოვრება საქართველოში 5-10 წლის შემდეგ ან ემახსოვრებათ, როგორც სურათებს კიდებენ სადღაც დერეფანში, იქ იქნება მისი სურათი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის და უნდა დაკიდონ. ამ შემთხვევაში სასწორზე დევს ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია. 2 თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა ყველას დაურეკა და საჯარო გამოსვლაში უთხრა, მესმის, ჩვენ გული გატკინეთ, სამართლიანობა არ აღვადგინეთო. 2 თვის თავზე რა ხდება?! მე და თქვენ შვილებს და შვილიშვილებს მოვესწრებით ისევ ამ სასამართლოში. გვახვედრებენ ადამიანებს, რომლებმაც გული ატკინეს ბიძინა ივანიშვილის ამომრჩევლებს“, - განაცხადა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო