გიორგი მშვენიერაძე - კანონპროექტი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ პრინციპების დონეზე ისაუბრა, არის კლანის წევრებისთვის უზენაესი სასამართლოს მანტიების შეკერვა

კანონპროექტი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ პრინციპების დონეზე უკვე ისაუბრა, როგორც მის ვერსიაზე, არის სწორედ კლანის წევრებისთვის უზენაესი სასამართლოს მანტიების შეკერვა,- ამის შესახებ კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსჯულებისთვის" წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შეხვედრა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსი, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე მსჯელობდნენ, გიორგი მშვენიერაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განმარტებით, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის რეკომენდაციები.

მშვენიერაძის განცხადებით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირება ისევ კლანს შეეძლება. "სამწუხაროდ, კოალიციას "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსაჯულებისთვის" მოგვიწია ამ სამუშაო ფორმატის დატოვება. 2 დღე ძალიან მნიშვნელოვანი დრო და რესურსი დავუთმეთ საკუთარი არგუმენტაციის გაცნობას პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რაც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის და აშშ-ის დიპლომატიური მისიების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებთან. ორად ორი, ვინც არ ეთანხმებოდა ამ ცვლილებებს, იყო თავად "ქართული ოცნება" და კლანი, რომელთან მეგობრობაშიც შემჩნეულია თავად პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ დღეს რამდენიმე პრინციპული საკითხი გვქონდა წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ვერც ერთ საკითხზე ვერ მივიღეთ თანხმობა და საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, რომ ის აპირებს დარჩეს კანონში დებულება, რომელიც უბრალო 2/3-ით ანუ კლანის 10 წევრს მისცემს ნებისმიერი კანდიდატის ნომინირების საშუალებას უზენაეს სასამართლოში. ეს არის ფარსი და ჩვენ ამ ფარსში არ მივიღებთ მონაწილეობას. კანონპროექტი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ პრინციპების დონეზე უკვე ისაუბრა, როგორც მის ვერსიაზე, არის სწორედ კლანის წევრებისთვის უზენაესი სასამართლოს მანტიების შეკერვა", - განაცხადა მშვენიერაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს