ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი გააკრიტიკა

იუსტიცის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებს შეეხება.

როგორც პარლამენტში ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. აქედან ერთადერთი იყო ის, რა კვალიფიკაციის იქნებიან ადამიანები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

"შეთავაზება იყო ასეთი, რომ მაინც და მაინც არ ჰქონდეთ ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და ამაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შეიძლება იყოს მსჯელობაო. თუმცა, მეორე პრინციპული საკითხი გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არამოსამართლე წევრების როლი გაიზარდოს, რადგან მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხმათა ის რაოდენობა ყოველთვის აქვს, როდესაც მოსამართლეების დანიშვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ. სამწუხაროდ, დღეს მოვისმინე, რომ თურმე ტერმინები - განწესება და წარდგენა არის სინონიმები, ანუ ასე განმარტავს. განწესება, რომელსაც იყენებს კონსტიტუცია, ეს წარდგენას ნიშნავსო. ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. აქედან გამომდინარე, ამბობს, რომ რადგან კონსტიტუციაში ნახსენებია, რომ განწესება ხდება არანაკლებ ხმათა 2/3-ით, ანუ ათი ხმით უნდა იყოს მიღებული წარდგენის გადაწყვეტილება. წარდგენასთან დაკავშირებით ათი ხმა მოსამართლე წევრებს ყოველვის აქვთ, რადგან მათ ხმას როგორც წესი, ორი არამოსართლე წევრიც უჭერს", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო