ეკა ბესელია - მამუკა მდინარაძე არ არის იმ წონით კატეგორიაში, მე ასეთი ტონით მელაპარაკოს

მამუკა მდინარაძე არ არის იმ წონით კატეგორიაში, მე ასეთი ტონით მელაპარაკოს. სჯობს ფრაქციას მიხედოს, - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ცოტა სასაცილო არ არის, რომ მამუკა მდინარაძე მე მელაპარაკება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რამე ტიპის, თუნდაც, შემთხვევითი პოზიციების თანხვედრაზე?! ცოტა კომიკურია, რადგან ამ ეთერს უსმენენ ადამიანები, ვინც იცის სად იყო მამუკა მდინარაძე და სად ვიყავი მე წლების განმავლობაში და თუნდაც, დღესაც. იგივე მამუკა მდინარაძემ გუშინ ხმა ვერ მისცა რეზოლუციას, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დეკლარირება უნდა მომხდარიყო. ეს ვერ გაბედა და ხმა ვერ მისცა. გია ვოლსკის კომენტარი ვნახე, უფრო მოზომილი და კორექტული იყო. ამიტომ მდინარაძეს დღეს ვურჩიე, თავი შეიკავოს ასეთი კომენტარებისგან, იმიტომ რომ პირველ რიგში რასაც მე გავახსენებ და ის ადამიანები, რომლებმაც იციან, სად იყო ის წლების განმავლობაში... ადვოკატებმა ყველაზე კარგად ვიცით, რომელი ადვოკატი, რას აკეთებდა. ის არ არის იმ წონით კატეგორიაში, მე მელაპარაკოს და ასეთი ტონით მელაპარაკოს. სჯობს მიხედოს ფრაქციას და უბრალოდ, უკეთესი იქნება ახსნას, რატომ ვერ გაბედა და რატომ ვერ მისცა ხმა „პატრიოტთა“ რეზოლუციას“, - განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა