ვლადიმერ პუტინი - მსოფლიოში რუსეთის თანამედროვე შეიარაღების ანალოგი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩნდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მსოფლიოში რუსეთის თანამედროვე შეიარაღების ანალოგი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩნდება. კრემლის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის შედეგი სახელმწიფოს სისტემური, მიზანმიმართული ზომებისა, მეცნიერთა, კონსტრუქტორთა დაძაბული შრომისა.

მისი თქმით, ეს უნიკალური მიღწევა საფუძვლად უდევს არმიისა და ფლოტის წარმატებულ განვითარებას ათწლეულებით წინ. „ეს კი ნიშნავს უსაფრთხოებას და მშვიდობას რუსეთისთვის, ჩვენ წარმატებულ და დინამიკურ განვითარებას“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერის თქმით, რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, რომელიც განაგრძობს თავდაცვითი პოტენციალის განვითარებას ქვეყნისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა. ვატარებთ პასუხისმგებლიან საგარეო პოლიტიკას, ვისწრაფვით საერთაშორისო სტაბილურობის განსამტკიცებლად. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას, შეიარაღებული ძალების განვითარებასა და სრულყოფას. კრემლში კარგად ესმით, რომ თანამედროვე სამყარო რთულია და წინააღმდეგობრივი, ჯერ კიდევ ბევრია გადაუჭრელი კონფლიქტები, გამოწვევები და საფრთხეები. ამიტომ, რუსეთის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უპირობო პრიორიტეტია“, - განაცხადა პუტინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო