გიორგი მიქაუტაძე -  სიცრუეა, თითქოს პარლამეტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანონპრექტი იუსტიცის საბჭოს მიერ შექმნილი დოკუმენტია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს პარლამეტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი კანონპრექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებს განსაზღვრავს, იუსტიცის საბჭოს მიერ შექმნილი დოკუმენტია.

როგორც პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კანონპროექტის შედგენაში მონაწილეობას ყველა შესაბამისი მხარე იღებდა.

"ამ კანონპროექტის შედგენაში მონაწილეობდა ყველა მხარე, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშოროსო დონორი ორგანიზაციები, რომელთაც პოზიციები წერილობითი ფორმით აქვთ წარმოდგენილი ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ გვქონდა წერილობითი ფორმით. ის ვარიანტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ განსახილველად გამოიტანა და ორი დღეა ვიხილავთ, არ არის არც ერთი წარმოდგენილი ინიციატივის ასლი. ეს არის ახალი დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია სხვადასხვა იდეები, მათ შორის დამატებულია პარლამენტის მოსაზრებები. ამიტომ თუ ვინმე ამბობს, რომ იუსტიცის საბჭოს მიერ შექმნილი დოკუმენტია, ეს არის ტყუილი", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს თავისი პოზიციები და ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნომინირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, რაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.

"ეს პოზიციები სრულად შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, რომელიც ძალაში ახლახან შევიდა და გამომდინარეობს იმ ახალი სულისკვეთებიდან და რეგულაციებიდან, იმ რეფორმების შედეგად, რომელიც გატარდა სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების მიზნით. თუ ვინმეს პოზიციას არ ემთხვევა ჩვენი პოზიცია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ხელის გადაგრეხვის პოლიტიკას ვემხრობით. ეს ასე არ არის. ჩვენ აბსოლუტურად დასაბუთებული, სამართლებრივი არგუმენტებით ვასაბუთებთ იმ პოზიციებს, რომელიც მიგვაჩნია, რომ სწორია ამ შემთხვევაში",- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა