ეკა ბესელია - ვეღარ დავრჩებოდი იმ პარტიაში, რომელიც მეძვირფასება, რადგან ვხედავ ამ პარტიაში შემოღწეულ „ნაციონალურ მოძრაობას“

ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ეჯავრება და არ უნდა მათი დაბრუნება, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაქვს განცდა, რომ რა ნაბიჯებსაც ბოლო პერიოდში პარტია დგამს, სახიფათოა, - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკე ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბესელიამ განმარტა, იგი გუნდს ხედვაში ასცდა და შესაბამისად, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება ლოგიკური იყო. „მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვეღარ დავრჩებოდი იმ პარტიაში, რომელიც მეძვირფასება, რადგან ვხედავ ამ პარტიაში შემოღწეულ „ნაციონალურ მოძრაობას“. ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ეჯავრება და არ უნდა მათი დაბრუნება, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაქვს განცდა, რომ რა ნაბიჯებსაც ბოლო პერიოდში პარტია დგამს, სახიფათოა სწორედ იმისთვის, რომ შესაძლოა ამან დაგვაკარგვინოს ჩვენი მხრადამჭერები და გააძლიეროს ის ძალა. ამას შეგენებულად დარწმუნებული ვარ, რომ ის თავად არ აკეთებს, ეს არის შეცდომების გამო. მე მგონია ეს არ არის სწორი სვლები, იგივე სასამარლოსთან დაკავშირებით, იგივე შეფასებებთან დაკავშირებით. თურმე, მთელი საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსშია, ვინც სასამართლოს აკრიტიკებს. მე ამ ნაბიჯებს არ ვეთანხმები, შეფასებებს არ ვეთანხმები, ხედვაში ავცდით. სააკაშვილის რეჟმი რომ არ დაბრუნდეს ამისთვის ბოლომდე რომ იბრძოლებს, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ის მეთოდები გაამართლებს თუ არა, დარწმუნებული არ ვარ. ამ ადამიანებთან ერთად მიზანს ვერ მიაღწევს. ვინც დღეს რჩება „ქართულ ოცნებაში“ და „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობს, არ მჯერა ეს რომ შესაძლებელია. ბოლო თვენახევრის განმავლობაში ისეთი რაღაცები მოხდა, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, აბსოლუტურად ლოგიკური იყო“, - განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა