ეკა ბესელია - ღვთის წინაშე ვამბობ, როცა ვიღაცამ გადაწყვიტა მორალური ტერორით გავეჩერებინე, მაშინ მივიღე ეს გადაწყვეტილება

ელვის სისწრაფით განვითარდა მოვლენები, ვიღაც ახლა დგას და ამბობს, ეს არის შექმნილი ვერსია, ეკა ბესელია და ბიძინა ივანიშვილი გარიგდნენ, რაღაცა ხელოვნურად მოიფიქრესო, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მასზე მორალური ტერორი დაიწყეს. „ღვთის წინაშე ვამბობ, აბსოლუტურად არ მქონდა დღის წესრიგი. ეს პოლიტიკური პროცესი ჩემთვის აბსოლუტურად ბუნებრივად შეიქმნა. ვიღაცამ როცა გადაწყვიტა მორალური ტერორით უნდა გავეჩერებინე და ჯერ კიდევ არ ვიცი ვინ გადაწყვიტა, მაშინ მივიღე ეს გადაწყვეტილება. პრობლემაა და ჯერ კიდევ ველოდები ორივე უწყებისგან, თადუმაძის და გახარიას უწყებისგან ველოდები ამ კითხვაზე პასუხს“, - განაცხადა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს