ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილთან მწვავე კამათი მხოლოდ სასამართლოს საკითხებზე მქონია

უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, მასსა და ბიძინა ივანიშვილს მწვავე კამათი მხოლოდ სასამართლოს საკითხებზე ჰქონდათ.როგორც ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მათი შეხედულებები ამ საკითხში ერთმანეთს არ ემთხვევა.

„ჩვენი შეხედულებები არ ემთხვევა ამ საკითხში ერთმანეთს. ძირითადად, ამ საკითხებში არ ემთხვევა, ეს არის მთავარი თემა, რაზეც ჩვენ გვიკამათია. სხვა თემა არ მახსოვს, რაზეც გვიკამათია მწვავედ. განსხვავებული შეხედულებები მიმდინარე საკითხებზე მქონია, მაგრამ მწვავე კამათი რამდენჯერმე გვქონია ამ თემაზე. იუსტიციის საბჭოს წევრებს რომ ვირჩევდით, ძალიან მწვავე კამათი გვქონდა, ლამის იმ ზღვრამდე ვიყავი მისული, რომ შეიძლებოდა მაშინ წავსულიყავი“, - აღნიშნა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო